გრენლანდიის “ყინულოვანი ფარი”
ყინულოვანი ფარი ძალიან დიდია. ის იკავებს გრენლანდიის ტერიტორიის, დაახლოებით, 80 პროცენტს.
მეცნიერების აზრით ამ ყინულის ასაკია დაახლოებით 110 ათასი წელიწადი. 2015 წელს “ნასას” ექსპედიციის დროს ყინულების ქვემოთ აღმოჩენილი იქნა ყველაზე დიდი “კანიონი” დედამიწაზე, რომელიც ორჯერ უფრო გრძელია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების “დიდი კანიონი”. “სასტიკი კლიმატის” გამო ამ ადგილას სამწუხაროდ ვერ ტარდება სრულფასოვანი კვლევები.
“იაკუტია“, რუსეთი
“სახას რესპუბლიკას” ძალიან დიდი ტერიტორია უკავია ციმბირში. სასტიკი კლიმატის გამო ამ ტერიტორიაზე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია, თუმცა აქ მაინც ახერხებენ ცხოვრებას არა მარტო ცხოველები და მცენარეები, არამედ ადამიანებიც.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებიც ცხოვრობენ მაინც ვერ ხერხდება სრულფასოვანი კვლევების ჩატარება.