ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება ადამიანივით გონიერი გახდეს რა მოხდება?
“რაც მოხდება ამის პასუხი შეიძლება ავღწეროთ ერთი სიტყვით – ქაოსი”- აცხადებს ინეს კატჰილი, ბრისტოლის უნივერსიტეტის ქცევითი ბიოლოგიის სპეციალისტი.
“ჩვენ ყველანი ერთმანეთს ამოვხოცავდით – რობინ დანბერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის სპეციალისტი. – ადამიანები არასოდეს გამოირჩეოდნენ სხვა ცხოველების მიმართ განსაკუთრებული მშვიდობიანი თანაარსებობით.”
ყველაზე დიდი ალბათობით გაიმართება მორიგი ახალი მსოფლიო ომი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები როგორ ანადგურებდნენ ერთმანეთს და სხვა ცხოველების სახეობებს, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ სხვა ცხოველები, რომლებიც ინტელექტს შეიძენენ, სხვაგვარად მოიქცევიან.
მეცნიერებმა ადამიანის ყველაზე სახიფათო კონკურენტებად პრიმატები დაასახელეს.
მათაც აქვს შორისი თითები, ამასთანავე ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან. მათ შეუძლიათ თავისუფლად დაეფლონ ჩვენს იარაღს, კომპიუტერებს თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მათ რიცხვს მიეკუთვნებიან აგრეთვე, ლომები, ვეფხვები, დათვები. აგრეთვე სპილოებიც. დიდი საფრთხე არ იქნებოდა ზვიგენებისგან და სხვა წყლის ბინადრებისგან, ისინი ოკეანეებში და ზღვებში გადაინაწილებდნენ გავლენის სფეროს.
მეცნიერების აზრით გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბალახისმჭამელ ცხოველებს. ისინი დიდ დროს უთმობენ საკვებს, აგრეთვე ცხოველებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან გარემოს(უდაბნო, ჭაობი ან ჯუნგლები).
“ბოლო-ბოლო ჩვენ ყველას დავამარცხებთ – აცხადებს ალექს კაჩელნიკი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგიის სპეციალისტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებს გააჩნიათ თანამედროვე იარაღი და ამასთანავე რიცხობრივად ბევრად მეტნი ვართ.”