დედამიწის მცენარეების ნაწილს მომავალში გადაშენება ემუქრება.
კვლევა 42 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპეციალისტმა ჩაატარა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გადაჭარბებული მოხმარების გამო გადაშენების რისკის ქვეშ 723 მცენარეა, რომელსაც წამლების დასამზადებლად იყენებენ. გასულ წელს კი მეცნიერებმა მცენარეების 1 943 და სოკოების 1 886 ახალი სახეობა აღმოაჩინეს, მათ შორის ისეთების, რომლებიც შესაძლოა საკვების, სასმელის და მედიკამენტების დასამზადებლად გამოვიყენოთ.
„დროსთან რბოლას ვაგებთ. სახეობები იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ჩვენ მათ აღმოჩენას და სახელის დარქმევას ვასწრებთ. ბევრ მათგანში შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნება არსებობდეს მედიცინის ყველაზე აქტუალური გამოწვევების დასამარცხებლად“, – აცხადებს პროფესორი ალესანდრე ანტონელი.
ავტორი