ქარელში, რუისის წმიდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის დედათა მონასტერში, სამოთხისებური გარემოა. იღუმენია მართას ხელმძღვანელობით, მორჩილნი მონასტრის გარემოს მუდმივ ბაღნარში ამყოფებენ. მონასტრის ბაღნარს ძირითადად სქემმონაზონი ივლიტა და მონაზონი ნატალია უვლიან. მიმდებარედ კი, ახლა , ქაცვის ბუჩქოვან ტყეებში ამ უნიკალური მცენარის ნაყოფს აგროვებენ.
_მათი გონება და ხელები წამით არ დუნდება. მით უფრო ახლა, როცა შემოდგომის სიუხვე ყველგან იღვრება უფლის წყალობით. აქ, დედაოებისთვის , შემოდგომის ფერადი დღეები, შემოქმედებად ქცეული შრომის ნაყოფიერი სარჩულია. ლოცვასა და შრომაში აღავლენენ თითოეულ დღეს, ახლა ქაცვს აგროვებენ. ამზადებენ საოცარ სასმელებს, მალამოებს, რაც მონასტერში მოსულ მომლოცველთათვის, მრევლისთვის გამორჩეულად აქვთ განკუთვნილი, – გვითხრა მოზაიკოსმა, პროფესიით ფარმაცევტმა, ლალი თავართქილაძემ, რომელიც ახლა ამ მონასტერში იმყოფება და მათთან ერთდ ამზადებს უნიკალურ მალამოებს.