მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კავშირი დედასა და ქალიშვილს შორის ეს ყველაზე ძლიერია ამქვეყნად. აღნიშნულს კი შესაბამისი კვლევაც ადასტურებს.
კვლევის თანახმად, დედასა და მათ ქალიშვილებს შესაძლოა ერთდროულად დაემართოთ დეპრესია, შეეცვალოთ ხასიათი, გახდნენ ავად. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მსგავსი რამ შეგინიშნავთ, არ უნდა გაგიკვირდეთ. ასე იმიტომ ხდება, რომ დედასა და მათ ქალიშვილებს აქვთ ერთნაირი ანატომია, ისინი ერთნაირ დამოკიდებულებას ავლენენ მოვლენებისადმი და ერთნაირა მდგრადები არიან ემოციური თვალსაზრისით.
კვლევის თანახმად, ვაჟი ემოციურად ვერც მამასთან ავლენს მსგავს კავშირს და ვერც დედასთან.
„ქალიშვილს ყველაზე უკეთ შეუძლია დაუკავშირდეს ემოციურად დედას, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს და პირიქით, დედას განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს ქალიშვილისადმი“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
ამგვარად, შემდეგ ჯერზე როცა ემოციურად რთული დღე გექნებათ, აუცილებლად დაურეკეთ დედას, ან მიდით მასთან. არ არის საჭირო ყველაფერი მოუყვეთ, ის საუბრის გარეშეც მიხვდება თქვენს მდგომარეობას და მასთან ყველაზე უფრო მეტ სიახლოვეს იგრძნობთ.