ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულება განიხილეს.
შეტყობინებაში, რომელიც დოროყაშვილმა ბასილაშვილს გაუგზავნა, ყოფილი რძალი ყოფილ დედამთილს ემუქრება.
„იცოდეთ, ერთი თმის ღერი ლუკას რომ ჩამოუვარდეს თმიდან. მე ვიქნები უკვე პასუხისმგებელი კანონის წინაშე, რომ დავიცვა ბავშვი.
ამ ბავშვს, რომ რამე ეწყინოს ან ეტკინოს, ნიკა…
მოდი, წერილებს დავწერ.
მოვალ, შენ თუ გგონია, ნატოსი ახლაც მეშინია, ძაან ცდებით. მოვალ რამე თუ არ მომეწონება, პასუხს ადგილზე გაგცემთ. ძაან მზრუნველი ბებიობა რომ უნდა, სადილი გააკეთოს სახლში.
ვინ არის, რას წარმოადგენს, მთელი დღე რა საქმე აქვს.
დაკავებულია სხვისი ლანძღვით, მარტო სხვაზე ბრალდებებით.
და ძაან პრეტენზიები აქვს, ბებიობა უნდა. დაუნგრია თავის შვილიშვილს ოჯახი, დაამხო თავზე და ახლაც არ იქცევა ისე მიახლოვებულად, როგორც 10 პროცენტით მაინც შეუძლია მოექცეს შვილიშვილს.
უხ, როგორ ნერვები მეშლება, დედაშენს კბილებს ჩავულეწავდი, ბავშვი ჩაფსმული როგორ გამოატანა…“, _წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს.
წყარო: პრაიმტაიმი