დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ბალერინას, ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა”, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო თავის სასამართლო ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, “ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა.)
განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად მისი გამოტანიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.