ზუგდიდში, სოფელ ახალკახათთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ჩემო ობლად გაზრდილო დაო, დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს, დედის საფლავის წინ დაგასრულებინეს სიცოცხლე. სამი შვილის დედა და ულამაზესი დაიკო არ გვყავს. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ტკბილად განისვენე იქ, სადაც ყველაზე ძვირფასები გელოდებიან!! მიყვარხარ და ვიწვი შენი საცოდაობით, დაო“, — წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი სოციალურ ქსელში. გარდაცვლილ ქალს 3 შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 15 დეკემბერს მოხდა. როგორც ირკვევა, ქალი დედის საფლავზე მიდიოდა რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
































































