თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს, _ ექიმების განმარტებით, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები მედიასთან საუბრობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.
“დედა გზის მეორე მხარეს ელოდებოდა, რომ ბავშვი გადასულიყო. მის თვალწინ მოხდა ყველაფერი, ან როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან. არც ეს ავტომანქანა მოძრაობდა სწრაფად და რანაირად მოხდა შეჯახება, ვერ გეტყვით, თვალებიდან არ ამომდის ეს სურათი”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, დღეს მოხდა.