ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე ახალი სპექტაკლი შედგა. ამჯერად ისტორიული სპექტაკლი “გურიის დედოფალი” დაიდგა. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მამია გურიელის მეუღლის სოფიო გურიელის ტრაგიკული და ამავე დროს სამშობლოზე შეყვარებული ქალის ისტორია გაგვაცნო.
როგორც სპექტაკლში ითქვა სოფიო გურიელის საფლავის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სოციალურ ქსელში ოზურგეთელი ინგა დუმბაძე კი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
“გზად ტრაპიზონში გვიმასპინძლა საქართველოს ელჩმა, ავთანდილ მიქაცაძემ და სიამაყით გვითხრა, რომ თქვენი თავადები აქ განისვენებენო. მამია გურიელი დაკრძალულია აია სოფიას ეკლესიაში, ხოლო სოფიო გურიელი დაბა აქჩაბაათში. დანარჩენი თანმხლები თავადების დაცული საფლავების ვინაობა თვით თურქებისთვისაც არ არის ცნობილიო. ჩვენი მხარის, კულტურის სამსახურების, ტრაპიზონის საელჩოს შეთანხმებით დავიწყეთ მოლაპარაკებები ორი ქალაქის, ტრაპიზონისა და ოზურგეთის დამეგობრებაზე. დაწყებული მოლაპარაკებების და საარქივო მასალები ჩემს ხელთ არის, რომელსაც გადავცემ მხარის ამჟამინდელ ადმინისტრაციას. ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური მეგობრობის დაწყების საფუძველზე გვაქვს შანსი, დედოფალი სოფიო, დავუბრუნოთ გურიას!“ _ წერს ინგა დუმბაძე.
[sexy_author_bio]