კახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია.
ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და იმავე ადგილზე დაამონტაჟა.