უკვე მეშვიდე დღეა, ბათუმში დაკარგულ მეცხრეკლასელ ბიჭს ეძებენ.
ინფორმაციისთვის, 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
„დეე, მჭირდები…მენატრები… ყველას გვენატრები…“ – წერს ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი.