ე.წ. “ციანიდის საქმეში” ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დნმ-ზე, ხმასა და კალიგრაფიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზის ადვიკატებმა განუცხადეს. გამომძიებლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 16:00 საათზე მივლენ, რის შემდეგაც ექსპერტიზის პროცედურები დაიწყება.
მათივე თქმით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუკი მოესწრება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.