დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. ადვოკატები სასჯელაღსრულების მეცხრე 11:00 საათისთვის გეგმავენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში, სავარაუდოდ, ამ დროს შევლენ პროკურორებიც, რათა ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებულის დაკითხვა განაახლონ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ დაიწყო, თუმცა პროკურორებმა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დასრულება, 8-საათიანი დაკითხვის მიუხედავად ვერ მოახერხეს.
როგორც ადვოკატებმა გუშინდელი დაკითხვის შემდეგ განმარტეს, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული.