დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.
წყარო: რუსთავი2