თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია, მათი განკვეთა მოხდება საეკლესიო წესით. მე თუ საეკლესიო კანონს ვარღვევ, არსებობს წესები, რომლითაც მღვდელმოქმედების უფლება გვიჩერდება”, _ ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატირქოსთან განაცხადა, სადაც სინოდარული კრება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს აბსოლიტური მხარდაჭერა აქვს.
,,სამი წლის წინ ჩავიტანე აღდგომის ცეცხლი სოფელში, როდესაც მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო. მთელი სოფელი და ჭყონდიდის ეპარქია დასაჯეს 40 დღით იმისათვის, რომ მათ აღდგომის ცეცხლი მიიღეს. დღეს ის ადამიანები, რომლებიც კანონზე საუბრობენ, ამას ესწრებოდნენ.
ეპისკოპოსმა სტეფანემ აუკრძალა ამ ადამიანებს ღვთისმსახურება თავისი მიზეზების გამო, ჩვენ ვხედავდით, რომ შეუვარდნენ ეპისკოპოსს და ესენიც მხარს უჭერდნენ, ამბობდნენ, რომ ტაძარში არ აუშვათ ეპისკოპოსი.
თუ ეს ადამიანები არ შეინანებენ, ბუნებრივია, მათი განკვეთა მოხდება საეკლესიო წესით. მე თუ საეკლესიო კანონს ვარღვევ, არსებობს წესები, რომლითაც მღვდელმოქმედების უფლება გვიჩერდება.
მეუფე პეტრე ცუდ განწყობას თავად განაპირობებს, ისე დაალაგა ეს საქმე, რომ ბუნებრივად მის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. მეუფე სტეფანეს ჩვენი მხრიდან აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა, რადგან კანონების და სჯულის მიხედვით, სწორად იქცევა”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.