საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურ დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, _ ნათქვამია განცხადებაში.
მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგების ვიდეო 24 იანვარს სოციალურ ქსელში აიტვირთა.
27 იანვარს დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ შეცდომა აღიარა და პატრიარქისა და საზოგადოებისგან შენდობა ითხოვა.