დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. როგორც მატროსოვის ციხიდან გამოსულმა მამა გიორგის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, დეკანოზმა რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, თუმცა,
დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა.
”მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები,” თუმცა რა ფორმით იყო დასმული შეკითხვები”, ადვოკატს არც ეს დაუკონკრეტებია.