დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს
მისივე თქმით, დეკანოზის მთავარი მოთხოვნა შესრულდა, მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს მას და აღსარებას ჩაიბარებს.
”ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი არის ის, რომ მამა გიორგის ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა, გადასხმები გაუკეთეს. მეორე კი ის არის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს”, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გასულ კვირას, პატრიარქსა და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით დაიწყო.