ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომელსაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა.
ასევე, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დეკემბერში გადაწყვეტენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ურთიერთობებთან და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით:
“საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს-ესაა გადმომცა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიში. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს. საქართველო პირველად მონაწილეობს ამგვარ აქტივობაში. ანგარიში წარედგინება წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მოგვიანებით, კერძოდ, დეკემბერში გადაწყვეტენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ურთიერთობებთან და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით,” – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
წყარო: რუსთავი 2