საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თანამშრომლებს „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი დირექტორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მან თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა. ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.