რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მსახიობმა დემი მურმა სოციალური ქსელის საშუალებით ყოფილ მეუღლესა და საკუთარი შვილების მამას, ბრიუს უილისს დაბადების დღე მიულოცა. ცნობილ „კერკეტ კაკალს“ 67 წელი შეუსრულდა.
„დაბადების დღეს გილოცავ, ბრიუს, მადლობა ჩვენი დიდი და მრავალფეროვანი ოჯახისთვის“.
ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს განქორწინების შემდეგ კარგი ურთიერთობა აქვს და დემი მური ბრიუსს დაბადების დღეს ყოველწლიურად ულოცავს.