“გლობალური დემოკრატიისთვის ცუდი წელი იყო” – ასე აფასებს The Economist 2020 წელს, დემოკრატიის თავისუფლების ხარისხზე პანდემიის გავლენას.
ჟურნალ The Economist მიხედვით, 2020 წლის გლობალური დემოკრატიის ინდექსით საქართველო 91-ე ადგილზეა, 2019 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა და 5.42-დან 5.31-მდე დაეცა. 2019 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში, 165 ქვეყანას შორის 89 – ე ადგილს იკავებდა.
The Economist დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო ჰიბრიდულ ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება.
“ჰიბრიდულ რეგიონებში არჩევნები შესამჩნევი დარღვევებით ტარდება, რაც მსგავს ქვეყნებს ხელს უშლის, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
ასეთი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მთავრობის ზეწოლა, ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე.
მნიშნვნელოვანი სისუსტე შეიმჩნევა პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ პროცესებში. მაღალია კორუფცია და სამართლებრივი ნორმები დარღვეულია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ჩაგვრა და ზეწოლაა ჟურნალისტებზეც, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი” – წერია ჟურნალ The Economist -ში, დემოკრატიის გლობალური ინდექსის ჰიბრიდულ ქვეყანათა განსაზღვრებისას.