ბანგლადეშში საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
CNN– ის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ძალადობის შედეგად, რომლის დროსაც სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ჯოხებით შეიარაღებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ტელევიზიას, რადგან ის სამართალდამცავებმა დაიკავეს. მობილური და ინტერნეტის სერვისები შეწყდა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. უსაფრთხოების ძალები გამოიყენეს არეულობის ჩასახშობად, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებას ადანაშაულებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო ძალის გამოყენებაში.
ინფორმაციისთვის, სტუდენტები ითხოვენ მთავრობის კვოტების სისტემის შეწყვეტას, რომელიც საჯარო სამსახურის თანამდებობების ნახევარზე მეტს იტოვებს გარკვეული ჯგუფებისთვის.