ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ajaratimes ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.