დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხდა.
როგორც “ინფო იმერეთს” ადგილიდან აცნობეს, შემთხვევა სოფელ როხში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს დენმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კრიმინალური პოლიცია.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.





























































