დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა.
არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, ხელით ენიშნებინათ, მხარს უჭერდნენ თუ არა ეკა ბესელიას მოთხოვნას.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრგიში დარჩა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა. პლენარულ სხდომას აღარ ესწრება არც ბექა ნაცვლიშვილი.
დარბაზიდან გასვლის წინ მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა გაეხსენებინათ, რომ „მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს“.