“ბოდიში. ვინც ასე გაგაბრაზათ. ადამინმა ვინც ჩემს ა/მ მართავს. გამოვსწორდებით. ვახუშტ, ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის ;;))) არა და გირეკავ”. – აღნიშნული კომენტარი საია-ს იურისტს, ვახუშტი მენაბდეს ფეისბუქზე ქართული ოცნების დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ დაუწერა.
ცნობისთვის, ვახუშტი მენაბდემ 10 ოქტომბრის საღამოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. მენაბდის თქმით, “იქვეა მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი”.