ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” ერთი სახალისო ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ პოპულარულ ბრიტანელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს ხარის ყურები ჰყვარებია.
ამ კულინარიული მისწრაფების გამო მოთამაშე მადრიდს ხშირად სტუმრობს და ამ ქალაქის რესტორნების მუდმივი კლიენტია.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ამ კერძის სახელწოდებაა „ტაპასი“ და ესპანეთის ნებისმიერ რესტორანში ამზადებენ.
2003-2007 წლებში დევიდი მადრიდის „რეალში“ ასპარეზობდა და შემწვარ ხარის ყურებს მაშინ მიეჩვია.