ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის არის კოვიდ-19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება, ამიტომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სწრაფად უნდა გადალახონ ეს პოლიტიკური კრიზისი.
„შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მხარს ვუჭერ ყველა ფასილიტატორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგის გაძლიერებაზე. საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის არის კოვიდ-19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. ამიტომაც, პოლიტიკურმა ლიდერებმა სწრაფად უნდა გადალახონ ეს პოლიტიკური კრიზისი და ერთად გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გამონახონ. ეს გადაწყვეტილება მოიცავს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და შესაძლო ახალ არჩევნებს”,_ განაცხადა მაკალისტერმა
მაკალისტერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე დიალოგში პროგრესი დაფიქსირდება.