საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკა „New Dent“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, დევნილებს მომდევნო 5 თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და კლინიკის დირექტორმა თეა გზირიშვილმა მოაწერეს.
(R)