დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან მიმავალი ყველა პირი ბრიტანეთის (ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისის) ტერიტორიაზე შესვლას შეძლებს შემდეგი პირობებით:
სრული ვაქცინაციის შემთხვევაში (მხოლოდ ბრიტანეთის მიერ აღიარებული ვაქცინით) – Pfizer და AstraZeneca.
მოგზაურებმა გამგზავრებამდე უნდა შეასრულონ შემდეგი პირობები:
ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება;
ჩასვლიდან მე-2 დღეს გასაკეთებელი PCR ტესტის დაჯავშნა.
ჩასვლის შემდეგ ბრიტანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისაგნ ითხოვს მეორე დღეს PCR ტესტის გაკეთებას.
თუ სრულად ვაქცინირებული არ ხართ, გამგზავრებამდე უნდა წარადგინოთ:
ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
არასრულად ვაქცინირებულები ჩასვლის შემდგომ 10-დღიან იზოლაციაში გადავლენ წინასწარ მითითებულ მისამართზე, თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს კი PCR ტესტს გაიკეთებენ.
დიდ ბრიტანეთში, პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გაკეთებული აქვს ფარმაცევტული კომპანიების „Pfizer“, „AstraZeneca“ და „Moderna“ მიერ წარმოებული ვაქცინის ორივე დოზა (ფარმაცევტული კომპანიის „Janssen“ მიერ წარმოებული ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა). ამასთან, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
[sexy_author_bio]