დღეიდან, დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე _ 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40ც დეციბალს. ამის შესახებ ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მიმდინარე წლის 28 ივნისს შევიდა.