მოქალაქეებისთვის კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან ახალი პორტალი ამოქმედდება. გადატვირთული 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჯანდაცვის სამინისტროში ახალი პორტალი ჩაეშვება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად მიმართონ ექიმს.
„დღეის მდგომარეობით, ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი. პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია, პორტალის მეშვეობით გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელსის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.