2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. ცვლილება გათვალისწინებული იყო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე ამოქმედდა.
კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერები უკვე თითქმის 594 ლარს იღებენ.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 444 ლარია.































































