
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსთა თქმით, სამი დღის განმავლობაში მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.
სინოპტიკოსები ზღვაზე შტორმსაც ელოდებიან. ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვები უკვე დაწესდა კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.

































































