დღეიდან „უფასო წამლების” პროგრამა იწყება. დაახლოებით, 600 000 მოქალაქე, რომელთა ქულაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ს არ აღმატება და თან 4 ტიპის ქრონიკული დაავადების მატარებელია (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) საჭირო მედიკამენტებს (3 თვის მარაგს) 1 ლარად მიიღებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,ჯერ ჯერობით საუბარია 13 დასახელების მედიკამენტზე. ივლისის ბოლომდე კი ბენეფიციარები 23 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად მიიღებენ.
პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო.
1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ცვლილების მიზანია, სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ მომხმარებლების მიზიდვა.