გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს.