ქართველი მეცნიერეს და მკვლევარის გურამ შარაძის მკვლელოვიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს.
“13 წელი გავიდა გურამ შარაძის საზარელი მკვლელობიდან. დღემდე გამოუძიებელია ვისი დაკვეთით მოკლეს იგი. ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად არ არსებობს პოლიტიკური ნება – ვერ გავაჩინეთ ასეთი ნება ხელისუფალში… ნათელში იყოს ამ ბობოქარი ქართველი პატრიოტის სული. ამაგდარი მეცნიერი და მკვლევარი, რომლის მემკვიდრეობა ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გურამ შარაძის რადიკალიზმი პოლიტიკაში ხანდახან იწვევდა გაუგებრობას. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა მეცნიერების და კვლევების ჩარჩოებს არ გასცდენოდა, რადგანაც ბევრ მტერს იჩენდა ირგვლივ. გურამი იყო შინაგანად ოპოზიციონერი. არასდროს არავისთვის გუნდრუკი არ უკმევია. მისი დანიშნულება პოლიტიკაში იყო ერთადერთი- ყველასთვის დაენახვებინა, თუ რა იყო ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესი, რაც ხშირად მოდიოდა წინააღმდეგობაში სახელისუფლებო ელიტის ინტერესებთან. იგი იყო პირში მთქმელი, ხშირად მწარედ მთქმელიც, შეუპოვარი, დაუჯდომელი, თავგანწირული ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი სიმწარე აგემეს, მაგრამ მაინც ვერ გააბოროტეს. სიცოცხლის უკანასკნელ მომენტამდე იგი იბრძოდა საქართველოსთვის.
მე ყოველთვის მიხაროდა, რომ ჩვენ წინაპრების ერთი სოფელი გვქონდა გურიაში. მე ვამაყობ იმით რომ მისი ქალიშვილი რუსუდანი ჩემი გულითადი მეგობარია და რომ იგი არის გურამის ზეღირსეული შვილი!
მარადიული ნათელი არ მოკლებოდეს გურამ შარაძის სულს …”