ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. მათ უკვე ჩააბარეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.