გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო.
დღეს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ფოლკლორისტს, გურული საგალობლების მკვლევარსა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა.
(R)