“დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?!” _ ეს განცხადება რ2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტის კითხვის _ რატომ დაინიშნა გუშინვე არხის დირექტორად, გააკეთა.
სალიას თქმით, გუშინ დაინიშნებოდა თუ დღეს, ეს არაფერს შეცვლიდა.
„გუშინვე რატომ მოხდა ჩემი დანიშვნა გენერალურ დირექტორად?! – დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“, _ განაცხადა პაატა სალიამ.
ამ წუთებში სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორია, ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.

































































