https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა!” _ როგორ აღინიშნა ნოდარ დუმბაძის იუბილე ჩოხატაურში

11:16; 22.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნოდარ დუმბაძის დაბადების 94-ე წლისთავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა, რომლებსაც ესწრებოდნენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები.

იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა ხიდისთავში მდებარე მწერლის სახლ-მუზეუმშიც, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ხიდისთავში საფუძველი ჩაეყარა ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველ მუნიციპალურ საფეხბურთო ტურნირსაც.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივლის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

წარმოდგენილი იყო მუსიკალური პერფორმანსი “ხაზარულა” (რეჟისორი გოჩა ხვიჩია).

ცნობისთვის, “ხაზარულა” მუსიკალური პერფორმანსია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისა და ბუნების გრძნობები, განცდები, ემოციები… სპექტაკლში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, წარსული და აწმყო.

სპექტაკლს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლი “ნართი” აფორმებდა.

პრემიერის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფთ მიმართა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და მსახიობმა ვასო ჩიგოგიძემ.

მან შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ნოდარ დუმბაძის, ვაჟა ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეები:

“წინა ფესტივალი ჩოხატაურში ჩავატარეთ, იმიტომ, რომ ოზურგეთში პირობებიც არ გვქონდა. ხაზგასმით ვამბობ იმიტომ, რომ მეოთხე ფესტივალი ტარდება გაისად _ “ნოდარ დუმბაძე – 95” და “ოზურგეთის წუწუნავას სახელმწიფო თეატრი – 155″. შეთანხმებულები ვართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომ უფრო ის ფესტივალი  მრავალსპექტაკლიანი იქნება და უფრო დაიტვირთება ეს შესანიშნავი დარბაზი. უამრავი, ურიცხვი მაყურებელი გვეყოლება, როგორც დღეს არის შევსებული ეს დარბაზი”, _ თქვა ჩიგოგიძემ.

ჩიგოგიძემ, შემოქმედებითი კავშირის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივლის საპატიო დიპლომი ჩოხატაურის კულტურის ცენტრს და მის თეატრს გადასცა. თუმცა, დაჯილდოების ცერემონია ამით არ დასრულებულა.

ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ჩოხატაურში თეატრალური ტრადიცია ოდითგან არის. ჩოხატაურის თეატრი 135 წლისაა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეუშალა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარესთან ერთად გადაწყვიტეს ფესტივლის დღეებში ამ იუბილის აღნიშვნაც.

შემოქმედებითი კავშირის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდნენ მსახიობები და არა მარტო ისინი. კერძოდ: შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით წოდება _ “ამაგდარი” მიენიჭა მსახიობ შალვა შარაშიძეს, მსახიობ გიორგი სიხარულიძეს, კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფის სპეციალისტს ვერიკო გოგოლაძეს, მსახიობ კოტე სიხარულიძეს, მსახიობ გია ხვინჩიაშვილს, მუსიკალურ გამფორმებელ ნინო სიხარულიძეს, მსახიობ შოთა ყაჭეიშვილს, ოპერატორ ალექსანდრე ძნელაძეს.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, ნაზი კეჭაყმაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ქეთევან კუკულავას; იური ჯიჯეიშვილის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ზაურ კეკელიძეს; რომან ლომინაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ოთარ ცინცაძეს; ლამარა თურმანიძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ლამარა დოლიძეს; ვალოდია მგელაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ვასილ ბუბუტეიშვილს; მიხეილ ჯალაღონიას საპატიო ჯილდო გიორგი ცინცაძეს გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა გურიისთვის, ჩოხატაურისთვის _ ნოდარ დუმბაძის 94 წლის იუბილეა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალია. ღონისძიება ტარდება ჩოხატაურში და მიხარია, რომ ამდენი ხალხია ჩვენ გვერდით. დიდი მადლობა ასეთი სიყვარულის გამოხატვისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის. ასე, ერთ ოჯახად შეკრული, ყველაფერს შევძლებთ და გავაკეთებთ.

ჩვენმა ბუმბერაზმა ადამიანმა, ვისი იუბილეც დღეს არის, ჩვენი და ჩოხატაურის სახელი შორს გაიტანა, შორს გაიტანა ხიდისთავის სახელი. დღეს ხიდისთაველი როცა შეგხვდება თუნდაც თბილისში, ის არ გეუბნება რომ ჩოხატაურელი ვარო, გეუბნება რომ ხიდისთაველი ვარო და ყველამ იცის, ხიდისთავი სადაც არის. ამაში ლომის წილი ნოდარ დუმბაძეს და იმ ბუმბერაზ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ამ სოფელმა აღზარდა”, _ თქვა დავით შარაშიძემ და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურად აღინიშნება.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ მწერლის არაერთი ნაწარმოები გაიხსენა და დღევანდელ ცხოვრებასთან გააიგივა.

 “ჩვენი ბიჭი” _ ასე მოვიხსენიებთ ნოდარ დუმბაძეს ჩვენ, იმიტომ, რომ ის არ ბერდება, არ იჟანგება მისი შემოქმედება. დღევანდელ დღეს, დღევანდელ დროებაში როცა გამრუდებულ სარკეებში ვცხოვრობთ თითქოს და როცა ადამიანებს წარმოდგენებიც კი შეეცვალათ, კიდევ უფრო კაშკაშებს “ჩვენი ბიჭი” და მისი შემოქმედება. ოლღას ლოცვა მთელ დუნიას ეყოფა, თითქოს დღესაც მიცურავს იანგული სოხუმისკენ და გვეპატიჟება.

ნოდარ დუმბაძე ადამიანურ ენაზე წერდა და ამიტომ არის გასაგები ყველასთვის და ასზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ზოგჯერ წინასწარმეტყველურია მისი ნაწარმოებები. რატომ მაინცდამაინც უკრაინელ შერბინას დააწერინა ის წერილი საქართველოზე? გახსოვთ ხომ “ნუ გეშინია, დედაში”? _ თქვა კუჭავამ და უკრაინელ ძმებს, ხერსონის თეატრის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მიესალმა.

დარბაზში მყოფებს სიტყვით მიმართა მწერლის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემაც.

ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო ფესტივალი მხოლოდ ჩოხატაურში გამართული მწერლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით არ შემოფარგლულა.

ფესტივალი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ოზურგეთში და მასში მონაწილეობა არა ერთმა თეატრალურმა დასმა მიიღო.

ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივლის საორგანიზაციო კომიტეტმა ფესტივალში მონაწილე უცხოური დასები დააჯილდოვა სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით ნოდარ დუმბაძის პრიზით:

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ორიგინალური ინტერპრეტაციისთვის დაჯილდოვდა აქტობეს თოჯინების თეატრი, სპექტაკლისთვის “ძაღლი”, რეჟისორი ანტონ ზაიცევი (ყაზახეთი);

ნომინაცია “საუკეთესო ანსამბლი” _ ბრაგის თეატრალური კომპანია (პორტუგალია);

ნომინაცია “საუკეთესო ანსამბლი” _ ლვოვის მარია ზანკავეცკას სახელობის აკადემიური დრამატული თეატრი, სპექტაკლისთვის “ცხოვრება პოსკრიპტუმი” (უკრაინა);

“საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი” _ აკმოლას დრამატული თეატრი, სპექტაკლისთვის “ისწავლე ცხოვრება ღიმილით”, რეჟისორი ოლღა ლუცივა (ყაზახეთი);

ნომინაცია “ფესტივალის ორიგინალური სპექტაკლი” _ როკიშკისის დრამატული თეატრი, სპექტაკლისთვის “ბავშვი”;

ნომინაცია “ორიგინალური წარმოდგენა” _ მალთეფეს მუნიციპალური თეატრი, სპექტაკლისთვის “კაცობრიობა აქ არის შენთვის”, რეჟისორი დერმან ატიკი (თურქეთი).

ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია დააფუძნა “სმარტ კაპიტალ ჯგუფმა” _ ფესტივლის გრან პრი 10 000 ლარის ოდენობით საუკეთესო სპექტაკლისთვის.

კომპანია “ასკანელმა” დააწესა სპეციალური პრიზი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც მიეკუთვნა რობერტ სტურუას.

საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა 6 ნომინაციაში:

“საუკეთესო მსახიობი ქალი” _ მარინა დარასელია, ეთერის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში “შაშვი შაშვი მაყვალი”, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი _ რამაზ ხომასურიძე, ჯაყოს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში “ჯაყო”, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი;

“საუკეთესო სცენოგრაფია” ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე;

“საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი” _ “ნუ გააღვიძებ”, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი;

ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია და საუკეთესო სპექტაკლი _ “შაშვი შაშვი მაყვალი”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე;

“გრან პრი” _ 10 000 ლარი საუკეთესო სპექტაკლისთვის “კაცია – ადამიანი?!”, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ლევან წულაძე.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

დავით შარაშიძენოდარ დუმბაძე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22 იანვარი, 2026

ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

ოზურგეთში, ახალი თხილი და გაზეთი „სტალინი“ ერთად გამოჩნდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ იმყოფება ზეციური ძალების დაცვის ქვეშ 

9:50; 23.01.2026
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო