დღეს „ევროპული საქართველოს” ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ასევე მან პარტიაც დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა, „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება. ბაქრაძე ყოფილი თანაგუნდელების ყრილობას არ დაესწრება.
„ევროპული საქართველო“, ასევე, დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. პარტიის ყრილობას არც უგულავა დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.