გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს. დღეს, ღამით დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით 7 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოში კი 12 გრადუსი იქნება. გაძლიერდება ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება.
ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.