დღეს, 19 მაისს ექვსი წელი გავიდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
“6 წლისთავზეც იგივეს ვამბობ, რასაც პირველ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის მკვლელი გასამართლებულია, მისი დაკავების ამბავი ჯერ კიდევ გადაუჭრელია”, – ამბობს ჟურნალისტებთან გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია.
შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია 6 წლის წინ, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით, ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში, დაუსწრებლად მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს ოჯახის წევრებთან ერთად, იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ავტორი