ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის დარბაზში, საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარის, დათო (დათუჩა) ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა.
“დღეს იქნება საღამო დათუჩასთან ერთად“ _ თქვა კონცერტის წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ ღონისძიების დაწყებისას.
კონცერტზე არაერთი სიმღერა შესრულდა. იმღერეს ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარებმაც.
“თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე. ყოველდღე ვიხსენებთ დათუჩას და ასე იქნება მუდამ. მადლობა ყველას, ვინც ასეთი ღონისძიება მოაწყო და ყველამ ერთად გავიხსენეთ დათუჩა“, _ გვითხრა დათო ჟღენტის მეგობარმა თამუნა ლურსმანაშვილმა.
“ეს დღე ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ მის საყვარელ ადგილას, სკოლაში გაიხსენეს ჩემი შვილი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“ , _ თქვა ნინო გაბედავამ, დათო ჟღენტის დედამ.
ღონისძიების ორგანიზატორები მარი ჩხიკვიშვილი, ლაშა გოგოტიშვილი და ნინო მახარაძე იყვნენ.