“მთელი დღეა ვაჭიანურებ ამ ფოტოების გამოქვეყნებას. დღეს ისევ გვატკინეს გული. ბავშვებო, რა დაგემართათ? ნუთუ თქვენ არ გიხარიათ ოზურგეთის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობის გალამაზება, მორთვა, კომფორტულად მოწყობა? ჯერ იყო და ქართული თეატრის დღეს „მოგვიხატეს“ თქვენმა თანატოლებმა თეატრის ქათქათა სვეტები…“ – ასეთი სახის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას დრამატული თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებენ.
უკვე ეს მეორე ფაქტია, როდესაც ახალგარემონტებულ თეატრის წინა ფასადს აზიანებენ.
“ახლა შენობის საზეიმო გახსნისათვის მზადებაა და… ასე გამოხატავთ სიყვარულს? თუკი რამ კარგია გარშემო, ის უნდა გააფუჭო? არ ვავრცელებ ამ პოსტს ზოგადად, ოზურგეთელ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალზე. გვახარებს მათი წარმატება… თქვენც ხომ მათ გვერდით იზრდებით?
ოზურგეთი გამორჩეულია იმითაც, რომ აქ სახელმწიფო პროფესიული თეატრია, თეატრი სხვა კულტურაა, სხვა სულიერება… მარტო შენობას კი არა, აქაურ მსახიობებსაც უნდა გაფრთხილება… გაუფრთხილდით და შეიყვარეთ!!!” – აღნიშნულია განცხადებაში.