ხალხის ძალას ვერავინ დაუდგება წინ” _ ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას რუსთავი2-თან გამოეხმაურა.
„კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ-კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და გადაგარჩენთ, რაც მორიგი ტყუილია იმ უფასო ფულის არ იყოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ პარლამენტმა გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია.კრიზისი ღრმავდება. დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები. ხვალ გახდებიან კიდევ რაღაც სხვა ამბავ დალეულები და ცუდად დაუმთავრდებათ საქმე”, _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.