დღეს მამას გარდაცვალების და 25 წლის შემდეგ მთაწმინდაზე აყვანის დღეა, _ ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის შვილმა ქეთევან დუმბაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ცნობისთვის, ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.